პითაგორას თეორემა


გაკვეთილის  მთავარი  თემა
პითაგორას  თეორემა
სწავლების  საფეხური
VIIIკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 13(ცამეტი)  ბავშვი.აქედან  5(ხუთი)  გოგონაა  და  8(რვა) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
შეისწავლონ პითაგორას  თეორემა  და  მისი  შებრუნებული  თეორემა.
განუვითარდეთ  მსჯელობა  დასაბუთების  უნარები.
წინასწარი  ცოდნა
გაკვეთილის  მიზნის  მისაღწევად  ბავშვებმა  უნდა  იცოდნენ  რას  ნიშნავს  მოცემული  რიცხვის  კვადრატი,როგორ  გამოითვლება  კვადრატის  ფართობი  და  როგორ  განვსაზღვრავთ  მოცემული  რიცხვიდან  კვადრატულ  ფესვს.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
ფანქარი,  სახაზავი,დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
●გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(10წთ.)
●მოსწავლეებს  ვყოფ  სამ  ჯგუფად  და  ვთხოვ  დამიხაზონ  მართკუთხა  სამკუთხედები.
--     ერთ  ჯგუფს ვთხოვ  მითხრას  მათ  მიერ  დახაზული  მართკუთხა  სამკუთხედის  კათეტების  სიგრძეები  და  ამის  საფუძველძე  მე  მათ  ვეუბნევი ჰიპოტენუზაზე  აგებულ  კვადრატის  ფართობს.
 --მეორე  ჯგუფს  ვთხოვ  მითხრას  მათ  მიერ  დახაზულ  მართკუთხა  სამკუთხედში  თითოეულ  კათეტზე  აგებულ კვადრატის  ფართობი.  რის  საფუძველძეც  ვეუბნევი  ჰიპოტენუზის  სიგრძეს.
 --მესამე  ჯგუფს  ვთხოვ  მათ  მიერ   დახაზულ  მართკუთხა  სამკუთხედში   დაადგინონ  კავშირი   კათეტებსა  და ჰიპოტენუზას  შორის.
(დრო  და  დრო  ჯგუფებს  მივცემ  ზომიერ  მითითებებს.მესამე  ჯგუფს  მივცემ  მითითებას  აიყვანონ  კვადრატში  კათეტები  და  გამოთვალონ  კათეტების  კვადრატების  ჯამი.)   მითითებების მიცემის  შემდეგ  ბავშვებს  არ  გაუჭირდებათ  დაადგინონ  რომ  კათეტების  კვადრატების  ჯამი  ჰიპოტენუ-ზის  კვადრატის  ტოლია.გაიხსსენებენ , რომ  კვადრატის  ფართობი  მისი  გვერდის  კვადრატის  ტოლია და  შეძლებენ  გამოიტანონ   დასკვნა  იმის  შესახებ   როგორ  გამოვიცანი  მათ  მიერ  მოწოდებული  მონაცემებით  ჰიპოტენუზაზე აგებული  კვადრატის  ფართობი,ჰიპოტენუზის  სიგრძე.(10წთ.)
●ვსარგებლობ  პროექტორით  და  ვაცნობ  მთელ  კლასს   პითაგორას  თეორემის  ისტორიას.(5წთ.)
●ვთამაშობთ  თამაშს -- „ჯაჭვი“.   (3წთ)  (ვასახელებ  ჰიპოტენუზის  სიგრძეს  და  ამის  საფუძველზე  ასახელებენ  ჯგუფები  კათეტების  ყველა  შესაძლო  წყვილს)
●მთელი  კლასი  მართავს  დისკუსიას პითაგორას  შებრუნე-ბული  თეორემის  ჭეშმარიტების  შესახებ.(5წთ.)
●ბავშვებს  ვაჯგუფებ  წყვილებად  და  ვთხოვ  იმსჯელონ  იმაზე  თუ  როგორ  შეიძლება -ის    სიგრძის  მონაკვეთის  აგება.წყვილები  ერთმანეთში  გაცვლინ  აზრებს   და  გამოიტანენ  დასკვნებს.(თუ  მათი  აზროვნების მიმართუ ლება  არასწორი იქნება  მივცემ ზომიერ მითითებებს).  განაზოგადებენ  პითაგორას  თეორემას  და  იმსჯელებენ  მის  პრაქტიკულ  გამოყენებაზე.(10წთ.)
●მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2წთ)